მთავარი

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ინსპექტირების ორგანოებისა და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად ჩატარებული ინსპექტირების შედეგები სამშენებლო ობიექტებზე

სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ერთობლივად განახორციელეს შემდეგმა ორგანოებმა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
23 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შემოწმდა 142 ობიექტი.

142-ივე ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა სახის შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები, როგორებიცაა:

✔რისკების შეუფასებლობა;

✔სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;

✔დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);

✔არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;

✔ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;

✔ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;

✔აღჭურვილობის გაუმართაობა;

✔შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლა;

✔გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;

✔ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

142-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა. მონიტორინგის მიმდინარეობისას 68 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ასევე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 2,128,600 ლარის ოდენობით.

წყარო: moh.gov.ge