მიიღე შენი ბიზნესის საქმიანობის გაგრძელების ნებართვა COVID-19 საგანგებო მდგომარეობის პირობებში და დაიცავი თანამშრომლების ჯანმრთელობა რეგისთან ერთად!

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ბრძანებით, COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განისაზღვრა რეკომენდაციები, რომელთა დაცვის შემდეგ ბიზნეს სექტორს საშუალება ეძლევა გააგრძელოს თავისი საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

საქმიანობის გაგრძელების ნებართვა გაიცემა ეკონომიკის სამინისტროს და შრომის ინსპექციის ერთობლივი საზედამხედველო ჯგუფის თქვენს სამუშაო ადგილზე ვიზიტის საფუძველზე.

რეგისი მზად არის დაგეხმაროთ როგორც ნებართვის მიღებისთვის საჭირო სავალდებულო რეკომენდაციების დანერგვაში, ასევე ნებართვის მიღების შემდეგ იზრუნოს, რომ თქვენს კომპანიაში სამუშაო გარემო მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს  თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის.

ამისათვის, ცალკე მომსახურების პაკეტი შევიმუშავეთ, რომელშიც შედის ქვეყანაში საგანგებო ვითარების დროს საოფისე საქმიანობის გაგრძელებისთვის აუცილებელი ყველა მომსახურება:

  • საქმიანობის გაგრძელების ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებში დახმარება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ადგილზე ვიზიტი და ინდივიდუალური კონსულტაცია;
  • COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმის შემუშავება; სხვა სავალდებულო შიდა დოკუმენტებისა და ჩეკლისტების შემუშავება;
  • ტრენინგების ჩატარება თქვენი თანამშრომლებისთვის;
  • კანონით სავალდებულო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პირბადეები, ხელთათმანები, ბახილები, ა.შ.) და სხვა დაცვის საშუალებების (თერმომეტრი, დეზობარიერები, ჰიგიენური საშუალებები, დამცავი ფარები) თქვენი საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით განსაზღვრა და მიწოდებაში დახმარება;
  • ოფისის დეზინფექციის ჩატარება რეგისის პარტნიორი კომპანიის მიერ, შეღავათიანი პირობებით;   
  • მთავრობის საზედამხედველო ჯგუფის მიერ თქვენი სამუშაო სივრცის ინსპექტირების დროს ადგილზე დასწრება

დახვდი მომზადებული საზედამხედველო ჯგუფის ვიზიტს!

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან მოგვმართეთ 555 99 33 11

პირველადი კონსულტაცია უფასოა