რას ნიშნავს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საკუთარი შეცდომით გამოწვეული ზიანის დაზღვევას სადაზღვევო კომპანიაში.

ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტ კომპანიებს სთავაზობენ სერვისს ან უწევენ კონსულტაციას, მუდმივად დგანან გამოწვევების წინაშე, ვინაიდან ყოველთვის არსებობს წინასწარი განზრახვის გარეშე დაშვებული შეცდომის თუნდაც უმცირესი ალბათობა. 

საქართველოში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მიღებული პრაქტიკაა საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიებისთვის, იურიდიული საკონსულტაციო კომპანიებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და ა.შ.

ასეთმა კომპანიებმა გამოცდილებაზე დაყრდნობით იციან, რომ მათი უნებლიე შეცდომის გამო დამკვეთს შეიძლება ფინანსური ზიანი მიადგეს. შესაბამისად, ისინი მიმართავენ სადაზღვევო კომპანიას და პოლისის შეძენის შემდეგ, ასეთი შეცდომების ფინანსური შედეგებისგან დაზღვეულები არიან.

შრომის უსაფრთხოების კონსულტაციის გაწევის დროს შემდეგი შეცდომების დაშვების ალბათობა არსებობს:

•         დამკვეთის სამუშაო პირობების და შრომის უსაფრთხოების რისკების არასათანადო შეფასება

•          ხარვეზების გადასაჭრელად არასწორი ან არასაკმარისი მექანიზმების შემუშავება

•          შრომის უსაფრთხოების კანონთან შეუსაბამობის გარემოებების არასათანადო იდენტიფიკაცია

საკონსულტაციო კომპანია რეგისი პირველია ქართული შრომის უსაფრთხოების ბაზარზე, რომელმაც საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობა ყველა არსებული თუ მომავალი კლიენტისთვის დააზღვია. ეს ფაქტი კი საკონსულტაციო კომპანიის საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.