რატომ აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანია?

შრომის  საფრთხოების საკონსულტაციო კომპანია “REGIS”

დავიქირაოთ გარე კომპანია სერვისის მისაღებად, თუ ავიყვანოთ შიდა კადრები? მსგავს გადაწყვეტილებაზე ფიქრი ალბათ ხშირია ქართული კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის მას შემდეგ, რაც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.

სტატიაში მოყვანილი 10 არგუმენტი დაგარწმუნებთ, თუ რატომ სჯობს ანდოთ აღნიშნული სერვისი სანდო საკონსულტაციო აუთსორსინგულ კომპანიას:

  • ერთი ადამიანის ნაცვლად, ფიქრობს გუნდი

საკონსულტაციო პროექტებზე გამოცდილი სპეციალისტების გუნდი მუშაობს. ასეთი მიდგომა მაქსიმალური შედეგის სწრაფად მიღწევის საშუალებას იძლევა.

  • კვალიფიკაცია

ქართულ ბაზარზე შრომის უსაფრთხოების გამოცდილი კადრების მწვავე დეფიციტია. საკონსულტაციო კომპანიაში დასაქმებული სპეციალისტები კი სხვადასხვა ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილების მქონე ექსპერტები არიან.

  • იგებ დროს, რადგან სხვა ფიქრობს შენს ნაცვლად

თავისუფლდება თქვენი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ძირითადი ბიზნესის სამართავად იყენებთ – ფიქრობთ ახალ იდეებზე და ახალი პროექტების წამოწყებაზე.

  • საკონსულტაციო კომპანია არ ტოვებს სამსახურს მოულოდნელად, არ ხდება ავად და არც შვებულებაში გადის ?                

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომლის შესრულების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ეგზავნება კომპანიის მმართველ გუნდს.

  • საკონსულტაციო კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას თქვენი კომპანიის კანონთან შესაბამისობაზე

კლიენტი კომპანიის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანია ყოველ ქეისზე გამოყოფს დამატებით საექსპერტო რესურსს ინციდენტების სამართავად, შიდა თანამშრომლისთვის კი ასეთი შესაძლებლობები შეზღუდულია.

  • საკონსულტაციო კომპანია იღებს სრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას თავის შესრულებულ სამუშაოზე – პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის გზით

ყოველ შემთხვევაში, „უსაფრთხო გარემო“ ასე იქცევა ?

  • დაბალი ფასი

ეფექტურად მართული შიდა პროცესები ხარჯების ოპტიმიზაციის  საშუალებაა, რაც აუთსორსინგულ კომპანიას კლიენტისთვის დაბალი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს.  თუ კარგად დავითვლით, სწორად მართული აუთსორსი ყოველთვის უფრო ნაკლები გვიჯდება, ვიდრე თუნდაც დაბალანაზღაურებადი შიდა კადრები.

  • კონკრეტულ ვადებში შესრულებული სამუშაო

საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, სამუშაოს შესრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით. შიდა რესურსი კი საქმის შესრულების პროცესს ახანგრძლივებს და დამატებით კონტროლს მოითხოვს მენეჯმენტის წარმომადგენლების მხრიდან.

  • აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანია გიფარავთ რეპუტაციულ რისკებს

საკონსულტაციო კომპანიისთვის საკუთარი ბრენდი და რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. მოულოდნელი ინციდენტის შემთხვევაში, თქვენი კომპანიის იმიჯს შეიძლება მასშტაბური ზიანი მიადგეს, რაც საკონსულტაციო კომპანიის სახელზეც აისახება. შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანია დამკვეთი კომპანიის რეპუტაციასაც საკუთარივით უფრთხილდება.

  • აუთსორსინგული საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის გარდა, დამატებითი ღირებულებები მოაქვს:
    1. ონლაინ რესურსები
    2. საოპერაციო რისკების შემცირება
    3. ქვე-კონტრაქტორების მართვაში დახმარება
    4. ტრენინგი და ინსტრუქტაჟი ობიექტზე
    5. თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისები

საკონსულტაციო კომპანია “უსაფრთხო გარემო” 30.09.2019