როგორც უკვე იცით, კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ 1 სექტემბერს შევიდა ძალაში და ყველა ტიპის ორგანიზაციას ეხება. ამასთან, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია ობიექტი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს.
საკონსულტაციო კომპანია „უსაფრთხო გარემო“ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხელმძღვანელობს და მიზნად ისახავს ქართული კომპანიების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ჩვენს ხედვას იზიარებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება.
„არსებობენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას სთავაზობენ. სადაზღვევო ბაზრის ლიდერმა, კომპანია „ალდაგმა“ კი არჩევანი ჩვენზე შეაჩერა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის წარმატებით შესრულებაში ჩვენი კვალიფიციური შრომის უსაფრთხოების ექსპერტები დაგვეხმარებიან.“ – ოთარ ჩხეიძე, „REGIS“-ის გენერალური დირექტორი.
„უსაფრთხო გარემოს“ ექსპერტების გუნდის გამოცდილება საშუალოდ 12 წელია, რომელიც მიღებული აქვთ ქართულ ბაზარზე არსებულ ისეთ კომპანიებში როგორიცაა: სოკარ ჯორჯიან პეტროლიუმი, ბიპი, ტოდინი, ნიუ ენერჯი, და სხვები. გუნდის მრავალი წევრი ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს: NEBOSH, IOSH, ILO, ა.შ. …
,,ალდაგი” ,,უსაფრთხო გარემოსთან” თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებს 1 ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20%-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე.
კანონის თანახმად, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს სამუშაო სივრცე. ჩვენი ექსპერტების გუნდის მომსახურება კი იმის გარანტიაა, რომ თქვენი სამუშაო გარემო აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს.