მთავარი

 

“უსაფრთხო გარემომ” რებრენდინგი განახორციელა

“უსაფრთხო გარემომ” რებრენდინგი განახორციელა
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია “რეგისი”.

 

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „უსაფრთხო გარემომ“ რებრენდინგზე მუშაობა დაასრულა და ახლა ბაზარზე „რეგისის“ სახელწოდებით განაგრძობს ოპერირებას.

,,რეგისი” 3 თვის განმავლობაში თანამშრომლობდა მარკეტინგული მომსახურების კომპანია „უებროსთან“. მიზანი იყო მარტივი და დასამახსოვრებელი ვიზუალური იდენტობის მთლიანი სისტემის შექმნა. ლოგოში მწვანე ფერი ჭარბობს, რაც უსაფრთხოებასთან, პროფესიონალიზმთან და ჰარმონიული გარემოს შექმნასთან ასოცირდება. „რეგისი“ ლათინურად სამეფოს მცველს ნიშნავს. ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია ნებისმიერ სამუშაო გარემოში თანამშრომლების შრომის უსაფრთხოების დაცვა, ამიტომ ჩვენს მიზანსა და ახალ სახელს შორის დიდ კავშირს ვხედავთ.

„რეგისის” მიზანია ქართულ კომპანიებს დაეხმაროს შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექსპერტული მომსახურება და დამკვეთის კმაყოფილება. გვინდა, რომ ჩვენი კომპანიის ახალი ლოგო და სახელი სანდოობასა და სიმშვიდესთან ასოცირდებოდეს“, – ამბობს რეგისის მმართველი პარტნიორი და ბიზნესის განვითარების დირექტორი არჩილ მაჭარაძე.