ჩვენ შესახებ
კომპანიის შესახებ.
შპს “რეგისი” ორგანიზაციებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სისტემის დანერგვას, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, აკონტროლონ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკები და იყვნენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
კომპანიის მიზანია:
- ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება
- ზრუნვა ადამიანსა და გარემოზე
- პარტნიორ კომპანიებში მოქნილი უსაფრთხოების სისტემის დანერგვა
ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს პარტნიორ კომპანიებში ეფექტური უსაფრთხობის სისტემის შექმნას და მათ დაცვას მორალური, სამართლებრივი და ფინანსური რისკებისგან.
კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში.
რატომ „რეგისი“?
- ექსპერტიზა – ჩვენს გუნდს აქვს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში ქართულ ბაზარზე; ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო HSE კომპანიებთან
- პასუხისმგებლობა – ჩვენი კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვაზე
- პარტნიორ კომპანიებში მოქნილი უსაფრთხოების სისტემის დანერგვა
ჩვენი პარტნიორები
ჩვენი კლიენტები
ჩვენი გუნდი
ლაშა ტაბატაძე
აქვს 6 წლიანი გამოცდილება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. გავლილი აქვს აკრედიტაცია და ფლობს, როგორც საერთაშრისო სერტიფიკატებს : NEBOSH, ILO, ასევე ადგილობრივს: რისკების შეფასება, სახანძრო უსაფრთხოება, უსაფრთხოება და სანიტარია.
ბაჩო მაჭარაძე
ამჟამად მუშაობს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში HSE მიმართულების ხელმძღვანელად. ბოლო წლებში ის პარალელურად კონსულტაციას უწევდა სხვადასხვა კომპანიებს HSE სტანდარტების დანერგვაში. ბაჩო არის საერთაშორისო სერტიფიკატების მფლობელი, მათ შორის NEBOSH, IOSH, ILO.
მალხაზ კერესელიძე
სხვადასხვა დროს იკავებდა ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის პოზიციას საქართველოს პრეზიდენტის აპარატში. იყო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი; სსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

მერაბ ჭიკაშვილი
2003 წლიდან მუშაობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ისეთ კომპანიებში, როგორიცაა : Spie Capag Petrofac, CNI industry, ჯეოსელი, ბიპი. ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს და გავლილი აქვს სწავლებები : სიმაღლეზე მუშაობა, აწევითი სამუშაოები, ხანძრის ქრობის თეორიული და პრაქტიკული ინსტრუქტაჟი.
ოთარ ჩხეიძე
კომპანიის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი – ოთარს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე ისეთ კომპანიებში, როგორიცაა სადაზღვევო კომპანია ალდაგი, გრინვეი, ბარამბო, World Vision და MBC.
არჩილ მაჭარაძე
კომპანიის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული განვითარების დირექტორი – არჩილს აქვს 15 წლიანი გამოცდილება საქართველოს ფინანსურ სექტორში სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციაზე. 2014-2018 წლებში არჩილი იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას საოპერაციო მიმართულებით სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ამავე პერიოდში ის იყო ს.ს. გრინვეის დირექტორი. ამჟამად ის ასევე არის სინერჯი კაპიტალის კონსულტანტი.